საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება...

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2025 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულთა შორისაა კვლევითი პროექტი ,,თავშესაფრებში მყოფ ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა“, რომელიც წარდგენილი იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კონცენტრაციის - ,,სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა“ -   მესამე სემესტრის მაგისტრანტ ნათია აბულაძის მიერ.  მისი სამეცნიერო  ხელმძღვანელია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, ხოლო კონსულტანტი - ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქელაძე. ნათია აბულაძის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლა/სწავლება და კვლევითი მუშაობა  სტუდენტების  აქტიური  ჩართულობის პირობებში მიზნობრივად და მაღალ დონეზე ხორციელდება, განსაკუთრებით მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

თარიღი: 22/12/2025